პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნუგზარ წიკლაური - ეკლესიამ „ქართული ოცნებისთვის“ ნიღბის ჩამოხსნა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ვითომდა ღვთისმოსავი პარტიის მიღმა რეალურად არის უღმერთოთა კავშირი - საქართველო შორდება თავის ისტორიულ გზას და ინაცვლებს გაურკვეველ პოლიტიკურ უდაბნოში!

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ეკლესიამ „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა, მმართველი პარტიის მიღმა საბჭოთა ყაიდის „უღმერთოთა კავშირია“, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციის აკრძალვასა და ბოლშევიკური წესრიგის დამყარებას ცდილობს.

ნუგზარ წიკლაური - ეკლესიამ „ქართული ოცნებისთვის“ ნიღბის ჩამოხსნა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ვითომდა ღვთისმოსავი პარტიის მიღმა რეალურად არის უღმერთოთა კავშირი - საქართველო შორდება თავის ისტორიულ გზას და ინაცვლებს გაურკვეველ პოლიტიკურ უდაბნოში!
ინტერპრესნიუსი

ამ სასამართლო კორპუსის განწყობა ცხადია. ეს მათი კითხვებიდან და მათი დამოკიდებულებიდანაც ჩანს. მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოსამართლეები უბრალოდ პოლიტიკურ დავალებას შეასრულებენ. სასამართლო დამორჩილებულია და გადაწყვეტილებაც იქნება ერთ-ერთ სიმბოლო იმ სავალალო რეალობისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

წიკლაურის თქმით „ქართული ოცნების“ სარჩელში პრაქტიკულად არაფერია, გარდა პოლიტიკური სურვილისა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური დებატები და გააუქმონ პოლიტიკური პარტიები.

„ქართული ოცნების“ სარჩელში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სურვილია, რომ აღარ იყოს პოლიტიკური დებატები, გააუქმონ პოლიტიკური პარტიები, აკრძალონ პოლიტიკური იდეები ამ ქვეყანაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ აღარ აქვთ ძალა, პასუხი გასცენ ქვეყანაში დაგროვილ კითხვებს. ქართულმა სახელმწიფომ პრაქტიკულად დაკარგა ეროვნული შინაარსი და ის აღარ მიილტვის ევროპულ სივრცეში გაწევრიანებისკენ.

პოლიტიკური პარტია არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური იდეა, რომლებიც ერთიანდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში. მათ აქვთ ასეთი განცდა, რომ შესაძლებელია პოლიტიკური იდეის აკრძალვა, რომ ბრძანებულების გამოცემით შესაძლებელია ქვეყანაში ვითარების შეცვლა, მაგრამ პოლიტიკური იდეის აკრძალვა არის შეუძლებელი, უბრალოდ პოლიტიკური დებატების ფორმა გადაინაცვლებს სხვა ადგილას და შემდეგ, როგორც წესი, იგი მოევლინება პოლიტიკურ ქარიშხლად.

როდესაც აღარ იქნება პოლიტიკური სტრუქტურები, როდესაც ამის ლეგალიზაცია არ იქნება, ბუნებრივია, მივიღებთ ისეთ სურათს, რომელიც გვქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, სადაც ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციები იყვნენ, მაგრამ არაფორმალურ ორგანიზაციებს არ შეშლიათ ხელი იმაში, რომ კომუნისტური რეჟიმი დასრულებულიყო. ძალიან მარტივი მცდელობაა, როდესაც იცი რომ წააგებ, აკრძალო მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

წიკლაურმა საერთაშორისო შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძნელი საპროგნოზო არ არის, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წევრების წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები დაწესდეს.

„როდესაც გვესმის ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეაჩერონ, ეს ნამდვილად მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და მათაც უნდა იცოდნენ, ყველაფერი ცუდი რაც ხდება, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, იმ სურვილს, რომ ბოლშევიკური წესრიგი დაამყარონ ამ ქვეყანაში და აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, აკრძალონ არასამთავრობო ორგანიზაციები, იერიში მიიტანონ პრესის თავისუფლებაზე და ახლა უკვე სასულიერო ლიდერებზე და ქართულ ეკლესიაზეც, რომელიც საქართველოში ყველაზე ძველი ქართული ინსტიტუციაა. თუ ეს ანტიდემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, ცხადია, რომ შედეგები იქნება ძალიან მძიმე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე პირადად მათთვისაც“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური „ქართული ოცნების“ მიმართ მეუფე იობისა და ეკლესიის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი მთელი თავისი არსებობის მანძილზე „ქართული ოცნება“ პოზიციონირებდა, როგორც ე.წ. კონსერვატორული ძალა, რომლისთვისაც ქართული ეროვნული ღირებულებები, ტრადიციები მნიშვნელოვანია, ახლა ხელისუფლებისთვის „ნიღბის ჩამოხსნა“ ხდება.

„ახლა ხდება ნიღბის ჩამოხსნა - მეუფე იობის განცხადებაშიც იყო ეს სიტყვები და აღმოჩნდა, რომ ვითომდა ამ ღვთისმოსავი პოლიტიკური პარტიის მიღმა რეალურად არის უღმერთოთა კავშირი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში და დაკავებული იყო პატრიარქების და სამღვდელოების შეურაცხყოფით და სწორედ ამას ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ნიშანდობლივია, რომ თვითონ ეს გამოხმაურებაც, რომელიც იყო ამ ქადაგებაზე, არ იყო მიზნობრივი, პირდაპირ დაუწყეს დედის გინება. ეს პრიმიტიული პროპაგანდა, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არასამთავრობო სექტორის ან ჟურნალისტების მიმართ, ახლა გადაწყვიტეს, რომ ისეთივე ეფექტური იქნებოდა ეკლესიის მიმართ.

პირველი ორი დღის რეაქცია იყო სრულიად ცალსახა, გინება, ლანძღვა, სახელის გატეხა, არაფერს მოერიდნენ, მაგრამ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ თუკი გაგრძელდება ეს პოლემიკა, ისეთ შინაარსით როგორსაც ისინი აწარმოებენ, დაზარალდება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. ეს არ არის უბრალოდ ერთ მიტროპოლიტის გამოსვლა, რეალურად, ის, რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში - პოლიტიკური შინაარსის დაკარგვა, ქრისტიანული ევროპისგან დაშორება, ძალიან კარგად იგრძნო ქართულმა ეკლესიამაც. ამიტომ იმ ჩამონათვალში, სადაც არის ნარკომანიის პრობლემები და სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი არის ის, რომ საქართველო შორდება თავის ისტორიულ გზას, ევროპულ გზას, ქრისტიანულ ერებთან ურთიერთობის გზას და ინაცვლებს სრულიად გაურკვეველ პოლიტიკურ უდაბნოში, სადაც არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი ჩინეთის კომუნისტური პარტია და ა.შ.“ - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ეგ სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები