პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა – გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. ნორმის გადაჭარბება მძღოლის 100 ლარით დაჯარიმებასა და მართვის მოწმობისთვის 10 ქულის დაკლებას ითვალისწინებს.

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა – გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებას
ალია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.

„კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმის – 100 დეციბელის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა - გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებას
  3. BM.GEოპოზიციურისატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიღამით მანქანებისთვის დასაშვები ხმაურის დონე გაიზარდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიღამით დასახლებულ პუნქტებში ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები