პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა — შსს-ს ცნობით, შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს
BM.GE

საქართველოში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა - შსს ცნობით, შესაბამისი ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" უკვე შევიდა.

რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00-დან 08:00 საათამდე - ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.

რა სანქციებია გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის:

პირველ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობას 10 ქულა დააკლდება;

იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას ჯარიმა შეადგენს 200 ლარს და მართვის მოწმობას 20 ქულა აკლდება;

მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისას გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის ჩამოკლება.

დეციბალების ზღვრის გაზრდის შესაძლებლობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 9 ოქტომბერს ისაუბრა. როგორც მან მაშინ განმარტა, გადაწყვეტილება საზოგადოების სიმშვიდისა და ავტომოყვარულთა ინტერესების დაბალანსებას ემსახურებოდა:

"მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა წუხილს ქუჩებში ჭარბი ხმაურის გამო, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მათ შორის - შესაბამის ფედერაციასთან, მათი მხრიდან ინიციატივაა 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. ვფიქრობთ, გამოძებნილი იქნება სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთის მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორეს მხრივ, არის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესებიც, რაც ასევე გასათვალისწინებელია", - აცხადებდა ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალურ ზღვრად 80 დეციბალი განისაზღვრა. გამონაკლისს მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტული ავტომობილები წარმოადგენდნენ, ისიც - მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილებისას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა - გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებას
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიღამით მანქანებისთვის დასაშვები ხმაურის დონე გაიზარდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიღამით დასახლებულ პუნქტებში ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა
  5. ალიაოპოზიციურისატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა – გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებას
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა - გადაჭარბება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების შემცირებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები