ირაკლი კობახიძე - მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს იმის გამო, რომ არის ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, თუმცა არსებობს მანქანების მფლობელთა ინტერესებიც - საუბარია ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევაზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოწვეული ხმაურის დასაშვები ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე გაზრდის ინიციატივაზე, რათა ერთმანეთს დასაბალანსდეს მოსახლეობის და მანქანების მფლობელების ინტერესები.

მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჭარბი ხმაურიც არ არის კარგი, თუმცა მეორე მხრივ, არის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
„მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა აქტიურად მუშაობს შსს, საუბარია 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს იმის გამო, რომ არის ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, თუმცა არსებობს მანქანების მფლობელთა ინტერესებიც - საუბარია ზღვრის 85-დან 100 დეციბელამდე აწევაზე
- BM.GEმთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს - კობახიძე
ციტატები სტატიიდან
„მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…