პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებს, თუმცა პროპაგანდითა და ტყუილებით რეალობის შეცვლას ცდილობს. მისივე მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და პროცესი მმართველი პარტიის სასარგებლოდ წავა.

ანა ბუჩუკური – „ოცნება“ აგებს პროცესს საკონსტიტუციოში, მაგრამ პროპაგანდითა და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ
პირველი არხი

ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია, მას ჰქვია სიმართლე, როცა სიმართლე შენ მხარეს არის, ცხოვრება უფრო მარტივია, ყოველ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, თუმცა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც არა მხოლოდ სიმართლის გამრუდებას ცდილობს „ოცნება“, არამედ მთელი პროპაგანდა აქვს ჩართული, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც ხდება, იმ რეალობის 100 %-ით შეცვლასაც ცდილობენ. რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას“ აწყობს. შესაძლოა, კითხვები დააგროვონ და მერე გასცეს პასუხი. ამას, რა თქმა უნდა, პროცესის დაწყებიდან მალევე გავარკვვევთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სიმართლე არის შენს მხარეს – სიმართლე ერთია. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც არა მხოლოდ სიმართლის გამრუდებას ცდილობს „ოცნება“, არამედ მთელი პროპაგანდა აქვს ჩართული, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც ხდება, იმ რეალობის 100 %-ით შეცვლასაც ცდილობენ. რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას“ აწყობს. შესაძლოა, კითხვები დააგროვონ და მერე გასცეს პასუხი. ამას, რა თქმა უნდა, პროცესის დაწყებიდან მალევე გავარკვვევთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სიმართლე არის შენს მხარეს – სიმართლე ერთია. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ“
ანა ბუჩუკური
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები