პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა ბუჩუკური - დღემდე ვერ გავიგეთ, რას გვედავებიან, ვხედავთ, მოსამართლეები რამდენად ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას - გადაწყვეტილება აქ არ იწერება

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები ღიად აფიქსირებენ პოზიციას და მიმანიშნებელ კითხვებს სვამენ, გადაწყვეტილება კი სასამართლოში არ იწერება.

ანა ბუჩუკური - დღემდე ვერ გავიგეთ, რას გვედავებიან, ვხედავთ, მოსამართლეები რამდენად ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას - გადაწყვეტილება აქ არ იწერება
ინტერპრესნიუსი

ჩვენ ვხედავთ, მოსამართლეები რამდენად ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას , - ამის შესახებ პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება მხარეებმა, მით უფრო მოსამართლემ, ისეთი კითხვა დასვას, რომ სწორი პასუხი მიანიშნოს.

„თითქმის ორი კვირაა მიმდინარეობს პროცესი და არათუ მე, მხარის წარმომადგენელმა, არამედ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმაც ვერ გაიგო, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ რატომ ზის აქ. ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ სხვები უნდა ისხდნენ. ამიტომ, დღემდე ვერ გავიგეთ, რას გვედავებიან - ვერცერთმა მხარემ ვერ გაიგო, ინდივიდუალურად ვის რა მიემართება, ჩვენ განსაკუთრებით.

ამის გარდა, ჩვენ ვხედავთ, მოსამართლეები რამდენად ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას… შეკითხვების დასმის ფორმატიც — ამას ჩვენ იურიდიულად მიმანიშნებელ შეკითხვებს ვუწოდებთ. მიმანიშნებელი შეკითხვა, ზოგადად, ნორმალურ პირობებში მოსახსნელია. არ შეიძლება მხარეებმა, მით უფრო მოსამართლემ, ისეთი კითხვა დასვას, რომ მიანიშნოს სწორი პასუხი. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ ხედავთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. სამწუხაროდ, არაფერი ბერკეტი ამ შედეგების შეცვლის არ გვაქვს, მაგრამ რაც ცალსახაა, არის ის, რომ არ დარდება უბრალოდ კომპეტენციით მოპასუხე მხარეების თითოეული სუბიექტის კომპეტენცია და იგივე მოსარჩელის - „ოცნების“ წარმომადგენლის არაკომპეტენტურობა, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურობა. ბატონი გორდულაძე როდესაც ამ არაკომპეტენტურობასა და არაადეკვატურობას ერთმანეთს ამატებ თავის ემოციურობას - საკმაოდ ემოციური ახალგაზრდაა - წამოსცდება, არაკორექტული წამოცდენებიც აქვს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება აქ არ იწერება, სამწუხაროდ, მასზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა ბუჩუკური - კითხვა-პასუხის რეჟიმში მოლოდინი მაქვს, რომ „ოცნება“ მორიგ ჯერზე კრახით დაასრულებს ამ პროპაგანდისტულ პროცესს - ცდილობენ, პროპაგანდისტული არხებით მიმდინარე რეალობა შეცვალონ, მაგრამ არ გამოვა: სიმართლე მარტივი რამ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები