ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც შსს-ს ცნობით, ბინაში შეღწევით, ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 2 000 ლარი გაიტაცეს.

თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…