აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს - Reuters
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს და კეშმის კუნძულზე სარაკეტო გაშვების ობიექტს დაარტყეს, იუწყება Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ კეშმის კუნძულზე სარაკეტო გაშვების ობიექტს დაარტყა, რაც ირანის მიერ ამერიკული პერსონალისა და ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საპასუხო ღონისძიება იყო.
მედიის ინფორმაციით, ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალურ პირს, მათთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…