პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - BBC

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ირანის მიერ ამერიკული საფრენი აპარატების მისამართით ცეცხლის გახსნაზე საპასუხო თავდაცვითი ნაბიჯი იყო.

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - BBC
რუსთავი 2

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დარტყმებს შეზღუდული და თავდაცვითი ხასიათის უწოდეს. მათი თქმით, ეს იყო პასუხი "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) მიერ ამერიკული საფრენი აპარატების მისამართით გახსნილ ცეცხლზე.

როგორც BBC წერს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ კუნძულ ქეშმზე მომხდარი აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

IRGC-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა კუნძულის სამხრეთით ორი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ ერთი დრონი კი ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ჩამოაგდეს.

მედიის ინფორმაციით, დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ის სამხედრო უწყებასაც არ გაუკეთებია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მოვლენები იმ ფონზე ხდება, როდესაც შუამავლები ძალისხმევას აძლიერებენ, რათა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, სრულმასშტაბიანი ომის განახლება თავიდან აიცილონ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები