პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, პროფკავშირების მოწოდებით, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა

საფრანგეთში პროფკავშირების მოწოდებით გამართულ მასშტაბურ აქციებზე შეტაკებები მოხდა; ოფიციალური მონაცემებით, 17 ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე 7 184 ადამიანია დაკავებული.

საფრანგეთში, პროფკავშირების მოწოდებით, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა
რუსთავი 2

საფრანგეთში, პროფკავშირების მოწოდებით, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები სახელმწიფო სექტორში სახელფასო ანაზღაურების ზრდასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ოფიციალური უწყებების მონაცემებით, მიმდინარე პროტესტში ქვეყნის მასშტაბით 146 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პროფკავშირული ორგანიზაციების შეფასებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, ძალოვნებმა სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 17 ოქტომბრიდან დაწყებული სოციალური პროტესტის და არეულობის ფონზე, 7 184 პირი დააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთი ახალი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება - პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას აანონსებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები