პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა და მცირე ზომის საზენიტო დანადგარი გაანადგურა. Associated Press-ის ცნობით, შეზღუდული იერიშის შემდეგ კუნძულის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.

Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა
ინტერპრესნიუსი

აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა შეზღუდული ხასიათის დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც, კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კუნძულ ქეშმზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

ტრამპის თქმით, აშშ-მა კუნძულ ქეშმზე „მცირე მასშტაბის“ იერიში მიიტანა.

„მათ მცირე ზომის საზენიტო დანადგარი ააგეს და ჩვენ ის 15 წუთში გავანადგურეთ, შესაძლოა 5 წუთშიც კი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ მცირე ზომის საზენიტო დანადგარი ააგეს და ჩვენ ის 15 წუთში გავანადგურეთ, შესაძლოა 5 წუთშიც კი“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ორი რაკეტა ჩამოვარდა ირანის კუნძულ ქეშმზე - ირანის სააგენტოებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები