მარნეულში, შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ერთდროულად ოთხ ქუჩაზე განხორციელდება
მარნეულში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ოთხ ქუჩაზე 3.5 კილომეტრამდე გზა განახლდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მარნეულში, შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ერთდროულად ოთხ ქუჩაზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ჯამში - ალგეთის, ბერიტაშვილის, ყარყარაშვილისა და უიარაღოს ქუჩებზე 3 კილომეტრ ნახევრამდე გზა განახლდება.
სამუშაოების ფარგლებში დაიგება: ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, განხორციელდება გზის მონიშვნა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…