ეკონომიკა · 10 ნოემბერი, 08:37
მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება
მარნეულში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 1 580 000 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება.

ქალაქ მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება. შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ქალაქში სამუშაო სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
სამუშაო ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, საგზაო ნიშნების დამონტაჟებასა და გზის მონიშვნას. პროექტის ღირებულება მილიონ 580 ათას ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…