პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,საცობები გლობალური პრობლემაა… ვერავინ დააბრალებს თბილისის მერს, რომ არ მუშაობს“ – ნინო ფოჩხუა

თბილისის მერია

ანალიტიკოს ნინო ფოჩხუას განცხადებით, საცობები გლობალური პრობლემაა და თბილისის მერს უმოქმედობას ვერავინ დააბრალებს, რადგან 2017 წლის შემდეგ ქალაქში ავტომობილების რაოდენობა 474 ათასიდან 948 ათასამდე გაორმაგდა.

,,საცობები გლობალური პრობლემაა… ვერავინ დააბრალებს თბილისის მერს, რომ არ მუშაობს“ – ნინო ფოჩხუა
ალია

ანალიტიკოსი ნინო ფოჩხუა:

,,ვისაც კი უმოგზაურია ევროპასა თუ აზიაში საცობები მათ არ უნდა გაუკვირდეთ არც ავტომობილების რაოდენობა.

ეს გლობალური პრობლემაა, ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. ვერავინ დააბრალებს თბილისის მერს, რომ არ მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2017 წელს თბილისში 474 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წელს კი 948 ათასი. ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა, ქუჩები კი არ გაფართოებულა და ამ პირობებში სავსებით რეალურია საცობების არსებობა. მერია მუდმივად მუშაობს სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ქალაქის მერის პოზიცია მკაფიოა განახლდეს ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მიესადაგოს თანამედროვე მოთხოვნებს.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - მესმის თითოეული ადამიანის, რომელიც თბილისის საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს, არავის ვუკრძალავთ ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის - 9 წელში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაორმაგდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები