პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის“ – ირაკლი კუპრაძე

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე შალვა პაპუაშვილს მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ან მტკიცებულებების წარმოდგენას კატეგორიულად ითხოვს იმ განცხადების გამო, თითქოს პარტია 2022 წელს მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მოითხოვდა.

,, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის“ – ირაკლი კუპრაძე
ალია

,,ლელოს” გენმდივანი, ირაკლი კუპრაძე:

“ქართული ოცნების” სპიკერის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს 2022 წელს “ლელოს” წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. “ძლიერ საქართველო – ლელოს” არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა ან ამ ცილისწამების დამადასტურებელ მტკიცებულებები წარმოადგინოს (რაც ბუნებაში ვერ იარსებებს), ან თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის.

საზოგადოდ, რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რადგან “ქართული ოცნება” ხედავს, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ეს პარტია და მისი წარმომადგენლები უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - რას ამბობდნენ "ლელოსა" და გვარამიას პარტიის წარმომადგენლები წლების წინ, რას ამბობენ ახლა და როგორ ამხილა ისინი სიცრუეში "ქართულმა ოცნებამ"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები