კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა
თბილისის მერი კახა კალაძე საცობების მოსაგვარებლად შესაძლო ზომებად კენტი და ლუწი ნომრებით მოძრაობის დაშვებას ან კონკრეტულ უბნებში ფასიან შესვლას ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის საზოგადოების მზაობაა საჭირო.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.
კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულებაა.
"დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა.ის რომ მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ყველამ უნდა გავითავუსოთ.მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროოულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაკახა კალაძე: ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა - გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება
,,რაღაც დღეების განმავლობაში კენტები და ლუწი ნომრებით მანქანები იყოს დაშვებული ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა” – კალაძე საცობებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…