,, ჩვენ მონები კი არ ვართ რომ სამშობლოს ტკივილზე საუბარს გვიშლიდნენ” – მამა ლევან ჯიქური
მამა ლევან ჯიქური აცხადებს, რომ სასულიერო პირები მონები არ არიან, რათა სამშობლოს ტკივილზე საუბარი აუკრძალონ, და მოუწოდებს საზოგადოებას, ეკლესიაზე ცრუ წარმოდგენებს ნუ შექმნიან.

მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს:
,,უკვე რამდენჯერ შემხვდა ეკლესიის მოძულეთაგან, ჩემზე, თუ სხვა სასულიერო პირებზე, ესეთი შინაარსის პოსტები რომ “ვა ამათაც ამოიღეს ხმა” “უი ეს როგორ გადაურჩება პატრიარქს” და ა.შ.
ვინც ჩემი მკითხველია, მათ კარგად იციან რომ, მე დღეს კი არა, წლებია ვამბობ ჩემი ქვეყნის პრობლემებზე. და მეორე, არც გარდაცვლილი პატრიარქის დროს და არც ეხლა, არავის აუკრძალია სიტყვის თქმა. მე როცა რამეს ვწერ ცილს ვწამებ ვინმეს? ვლანძღავ, თუ რა? ვამბობ მხოლოდ იმ პრობლემებზე რასაც ვაწყდები და ჩვენ მონები კი არ ვართ რომ სამშობლოს ტკივილზე საუბარს გვიშლიდნენ. ნუ უქმნით ხალხს მსგავს ცრუ წარმოდგენებს ეკლესიაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…