პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,მაღალ თანამდებობზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო…” – მამა ლევანი

მამა ლევან ჯიქური აცხადებს, რომ თანამდებობის პირებისთვის მაღალი ხელფასების მიცემის მიუხედავად, კორუფციაზე სწორედ მათ იჭერენ, რომლებიც ციხიდან მალევე გამოდიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ.

,,მაღალ თანამდებობზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო…” – მამა ლევანი
ალია

მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს:

,,მაღალ თანამდებობზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მოსახლეობის უმეტესობას, ისეთი დაბალი შემოსავალი გვაქვს, ჩვენ კი არ უნდა ვიპარავდეთ, კარგა ხნის გავარდნილები უნდა ვიყვეთ ტყეში ყაჩაღებად.

არადა რეალობა როგორია, ქრთამებზე და კორუფციაზე, ზუსტად იმათ იჭერენ ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, შედიან ციხეებში, მალე გამოდიან და ცხოვრობენ მეფეებივით. ჩვენ კი, რაც გვაქვს იმას ვჯერდებით და ვართ სიდუხჭირეში.

მერე ვამბობთ რა უნდა სამი მილიონი კაცის მიხედვას, ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს, საუდის არაბეთი ხო არაა? დაინდეთ ქვეყანა, იცოდეთ, სამსჯასროზე, სახლში წაღებულ ყველა არასწორ კაპიკზე, გაგებინებენ პასუხს“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,ისე, ვინც ფიქრობს რომ დღეს საქართველოში კარგადაა საქმე, ან მაგრა კაიფობს. ან გიჟია. ან მედროვე“ – მამა ლევან ჯიქურიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები