პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

NBC News: Apple-მა დაადასტურა, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მისი რამდენიმე სერვისის მუშაობა შეაფერხა

Apple-ში აცხადებენ, რომ შიდა განახლების გამო ტექნიკურმა პრობლემებმა კომპანიის რამდენიმე სერვისის, მათ შორის iCloud-ისა და Apple Store-ების მუშაობა შეაფერხა.

NBC News: Apple-მა დაადასტურა, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მისი რამდენიმე სერვისის მუშაობა შეაფერხა
იმედინიუსი

სამშაბათს Apple-მა დაადასტურა, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მისი რამდენიმე სერვისის მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

აღმოსავლეთის დროით 14:00 საათის მდგომარეობით, Apple-ის სისტემის სტატუსის გვერდი აჩვენებდა, რომ შეფერხებები ფიქსირდებოდა ისეთ სერვისებში, როგორებიცაა Apple Business, Apple School Manager, AppleCare, iCloud Mail და Web Apps, ასევე SchoolWork. ადრეული მონაცემებით, პრობლემები შეეხო App Store-სა და Apple Music-საც.

„ჩვენი სისტემების უმეტესი ნაწილი უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მას შემდეგ, რაც დილით მომხდარმა შიდა განახლებამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია“, - განუცხადა NBC News-ს Apple-ის წარმომადგენელმა. „ვმუშაობთ იმისათვის, რომ დარჩენილი სისტემებიც რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს“.

ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში მდებარე Apple Store-ების თანამშრომლებმა დღის პირველ ნახევარში NBC News-ს განუცხადეს, რომ მათი შიდა პროგრამული უზრუნველყოფა გაითიშა, რის გამოც ვერ ახერხებდნენ შესყიდვების დასრულებას ან ვიზიტებზე ჩაწერას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები