Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა
Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა, რამაც 70-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. კორპორაციის განმარტებით, მიზეზი არა კიბერშეტევა, არამედ სერვერების გადატვირთვა და სისტემის განახლების გაჭიანურებაა.

Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის და ონლაინ-კონფერენციების სერვისებს ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. ამ სერვისების აქტიური მომხმარებლები არიან სამთავრობო, საფინანსო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებები.
კორპორაციის განმარტებით, გლობალური მასშტაბის ტექნიკური შეფერხება არ უკავშირდება კიბერშეტევას და პრობლემა სერვერების გადატვირთვამ გამოიწვია. Microsoft-მა სისტემის განახლება დაიწყო, რასაც მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.
პრობლემა შეეხო მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…