პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინის დედაქალაქის ორ საკვანძო არტერიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს - უკრაინა რუსეთს საპასუხო იერიშებით პასუხობს

რუსულმა ძალებმა კიევის ორ ხიდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს და სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიეს, უკრაინამ კი ყირიმის ხიდსა და რუსეთის ნავთობობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე მორიგი აფეთქების ხმა შუაღამისას გაისმა - წერტილოვანი კომბინირებული დარტყმების შედეგად კონსტრუქციის საავტომობილო ნაწილი ჩამოიშალა, დაზიანდა სარკინიგზო მონაკვეთიც. მალევე გაირკვა, რომ ხიდზე იერიშები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაგეგმა.

19-კილომეტრიანი ხიდი ორი სატრანსპორტო მაგისტრალისგან შედგება - სარკინიგზო და საავტომობილო. კონსტრუქციის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და რუსეთის ბიუჯეტს ოთხ მილიარდ დოლარამდე დაუჯდა. ქერჩის სრუტის გავლით რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ამ გზის დასაცავად პერიმეტრზე საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპლექსები იყო განლაგებული.

მასირებული დარტყმების სამიზნე ამჯერად კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის დედაქალაქის ორ საკვანძო არტერიაზე - გოლოსეევის რაიონში მდებარე სამხრეთისა და დესნიანსკის რაიონში მდებარე ჩრდილოეთის ხიდებზე - სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. მოძრაობის სრულმა შეჩერებამ და დნეპრზე გამავალი გზების ჩაკეტვამ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

კიევი ერთადერთი ქალაქი არ არის, რომელიც დღეს რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა. დარტყმები განხორციელდა დნიპროზე, ზაპოროჟიეზე, ხარკოვზე და სმილზე. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სამრეწველო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. დრონების აფეთქებების შედეგად კრასნოდარის მხარეში, როსტოვის ოლქში, ბაშკირეთსა და თათრეთში ახლა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის საწყობები და მონაცემთა ცენტრები იწვის.

მხარეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ომის დასრულების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა დონალდ ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კიევი ომს აგებს, მოსკოვი კი მოლაპარაკებებში პოზიციებს თმობს.

ამ დრომდე უცნობია, როდის და რა პირობებით დადებენ კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლები ვაშინგტონის შუამავლობით სამშვიდობო გარიგებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს აზიაში გაემგზავრა, დონალდ ტრამპი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტთან და ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს გამართავს სადაც უკრაინის საკითხის განხილვაც იგეგმება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა კიევში ხიდებს დაარტყა, უკრაინამ - „ყირიმის ხიდს"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები