რუსეთმა კიევში ხიდებს დაარტყა, უკრაინამ - „ყირიმის ხიდს"
რუსეთის დარტყმებმა კიევის ხიდები დააზიანა, რის გამოც წყლისა და გათბობის მიწოდება შეფერხდა, ხოლო „ყირიმის ხიდზე“ მორიგი შეტევის შემდეგ მოძრაობა შეჩერდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმა იყო სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებზე. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემა. კიევის ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია წყლით და გათბობით მომარაგება.
რუსეთის ჯარებმა კიევის ხიდებს არაერთხელ დაარტყეს 2026 წლის ოქტომბერშიც.
ბოლო ორ დღეში მეორე დარტყმა იყო „ყირიმის ხიდზე“. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა 17 ნოემბერს 02:00 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ხიდზე შეტევის შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
პროუკრაინული საინფორმაციო ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ", რომელიც ანექსირებულ ყირიმში მომხდარ ფაქტებს აშუქებს, ადგილობრივი გამომწერებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება იყო.
რუსეთის მიერ აშენებულ ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდზე შეტევა იყო 16 ნოემბერსაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაუკრაინამ „ყირიმის ხიდს" დაარტყა - დე ფაქტო ხელისუფლება
ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა
უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა
უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…