პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და გენშტაბის მრავალკვირიანი ოპერაციის შედეგია, რითაც რუსეთს ახსენებენ, რომ ომი იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო.

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ დანაყოფს, შეიარაღების ყველა მწარმოებელს რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ჩატარებული უპრეცედენტო ოპერაციისთვის.

"დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალ მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო. ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგი; ოპერაციისა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინირება გაუწია", - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, მათმა მებრძოლებმა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე თანმიმდევრულად გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა განსაზღვრული სამიზნეები.

ზელენსკის თქმით არაერთხელ შესთავაზეს რუსეთს, გადაედგა ნაბიჯები დეესკალაციისკენ, თუმცა რუსეთი ყოველდღიურად უტევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში.

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ამასთან, რუსეთს იმასაც შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერია და ასეთადვე დარჩება. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს

მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ნამდვილ მებრძოლებს, ჩვენს თავდაცვის ძალებს, სადაზვერვო სამსახურებს და იარაღის თითოეულ მწარმოებელს, რომლის პროდუქციაც ეფექტიანად გამოიყენება უკრაინის, უკრაინელებისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

დიდება უკრაინას!", - აღნიშნავს ზელენსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე დარტყმაზე - ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის შედეგი - არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენს წინააღმდეგ ტერორს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინის დედაქალაქის ორ საკვანძო არტერიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს - უკრაინა რუსეთს საპასუხო იერიშებით პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები