საკონსტიტუციო სასამართლომ ახალ ჯიპში 260 ათასი ლარი გადაიხადა
საკონსტიტუციო სასამართლომ 260 ათას ლარად 2026 წლის გამოშვების Toyota-ს მარკის ჰიბრიდული ჯიპი შეიძინა. დოკუმენტების თანახმად, ავტომობილის შეძენა სასამართლოს საჭიროებისთვის იყო აუცილებელი, ტენდერში კი „ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ გაიმარჯვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 260 ათას ლარად იყიდა 2026 წელში გამოშვებული Toyota-ს მარკის ჯიპი [Toyota LC300 3.5P Hybrid პაკეტი SE].
დოკუმენტებში ეწერა, რომ 1 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროებისათვის“ იყო აუცილებელი.
სასამართლომ ჯიპი ტენდერში გამარჯვებულ „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ იყიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესყიდული ავტომობილი / წყარო: მიღება-ჩაბარების აქტი
1 ჯიპის შესყიდვაზე ტენდერი საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 9 სექტემბერს 294 ათას 194 ლარით გამოაცხადა.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ კი ხელშეკრულება 2026 წლის 29 სექტემბერსაა დადებული.
„სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)…“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით არ ჩანს, თუ როგორი ფერის ავტომობილი იყიდა საკონსტიტუციო სასამართლომ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულია „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა, თუმცა სასამართლომ თავისი საიუბილეო ღონისძიებების გამო საქმის განხილვა 9 ნოემბრისთვის გადადო. 5 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კი სასამართლო კონფერენციას მართავს.
ამ თემაზე:
საკონსტიტუციო შემდეგ კვირაში იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას აჩერებს
ციტატები სტატიიდან
„სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)…“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…