პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ძმას მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ძმას მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ძმას განზრახ მოკვლის მიზნით, მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  2. ფორმულაოპოზიციურითეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურამ ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები