პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
"საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ძმას განზრახ მოკვლის მიზნით, მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…