პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა; მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენა
ნეტგაზეთი

საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ძმას განზრახ მოკვლის მიზნით, მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის დაყენებას გეგმავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  2. ფორმულაოპოზიციურითეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ძმას მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები