ყირიმის ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“ - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მრავალეტაპიანი ოპერაციის შედეგად ყირიმის ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“, თაღი ჩამოინგრა, ხოლო სარკინიგზო ნაწილი დაზიანებულია.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ძლიერი აფეთქებების შედეგად ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“, ჩამოინგრა მისი თაღი, სარკინიგზო ნაწილის თაღი კი დაზიანებულია.
გენერალური შტაბის თანახმად, შედეგი მიღწეულია უკრაინელი მეომრების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციით, რომლის რეალიზება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოპერაცია
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა თანდათან გააუვნებლეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რადილოკაცია, რათა საბოლოოდ ხიდზე ყოფილიყო ფინალური კომპლექსური დარტყმა უკრაინაში შემუშავებული საშუალებებით.
გენერალური შტაბის განცხადებით, „ეს ოკუპანტებისთვის სიმბოლური დარტყმა არ არის. ხიდი იყო მთავარი არტერია, როლითაც ნახვარკუნძულზე და შემდეგ უკრაინის სამხრეთში მიდიოდა საწვავი, საბრძოლო მასალები ტექნიკა და პირადი შემადგენლობა“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…