პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობს, თბილისში ტრენინგი გამართა

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურმა უნივერსიტეტმა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო უწყებებთან თანამშრომლობს, თბილისში რუსული ენის მასწავლებლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიება საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციისა და „რუსული ჰუმანიტარული მისიის“ მხარდაჭერით გაიმართა.

რუსულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობს, თბილისში ტრენინგი გამართა
ნეტგაზეთი

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურმა უნივერსიტეტმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დავალებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანმანათლებლო უწყებებთან თანამშრომლობს, თბილისში რუსული ენის მასწავლებლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიება „რუსული ჰუმანიტარული მისიისა“ და უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მხარდაჭერით გაიმართა.

14–15 ნოემბერს თბილისში რუსული ენის მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ მასტერკლასები ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი (СКФУ) და რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსული ჰუმანიტარული მისია“ (РГМ). კურსი საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მხარდაჭერით გაიმართა.

ორგანიზატორების ცნობით, მასტერკლასებს 27 მასწავლებელი ესწრებოდა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან, მათ შორის გორიდან, ქარელიდან, რუსთავიდან და ასპინძიდან.

მონაწილეებს რუსული ენის სწავლებისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მეთოდებს СКФУ-ის ორი ლექტორი – ეკატერინა პატრუშევა და ინა რეშეტოვა აცნობდნენ. პროგრამა მოიცავდა სასწავლო სავარჯიშოების, ტესტების, დიალოგებისა და ვიზუალური მასალების შექმნას.

„რუსული ჰუმანიტარული მისიის“ ცნობით, 2025–2026 წლებში თბილისში რუსული ენის მასწავლებლებისთვის უკვე სამი პირისპირ სასწავლო კურსი ჩატარდა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ის სხვა პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის ხარაგაულში საეკლესიო საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერასა და ზესტაფონის საეპარქიო საბავშვო ბაღების აღჭურვას.

უნივერსიტეტის საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი რუსეთის ფედერალური სახელმწიფო ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მისი დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციაა [მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო].

უნივერსიტეტის მიერ 2026 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მან რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს სახელმწიფო დავალება შეასრულა, რომელიც “კავკასიის მიმართულებით ახალგაზრდული პოლიტიკის, მეცნიერებისა და განათლების ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებდა”.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეებში 20 პროფესიული გადამზადების პროგრამა განხორციელდა, რომლებშიც სულ 751 პედაგოგმა და სამეცნიერო-პედაგოგიურმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ისტორიულ-სამართლებრივი ახალგაზრდული სკოლა, საერთაშორისო ფორუმი და აფხაზური და რუსული სიტყვიერების კონკურსი, რომელშიც 500-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა.

უნივერსიტეტის ანგარიშში ჩამოთვლილია ის ორგანიზაციები, რომლებთან თანამშრომლობითაც პროექტი განხორციელდა: აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

СКФУ-ის ცნობით, ეს რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს ამიერკავკასიის მიმართულებით განხორციელებული მე-12 სახელმწიფო დავალება იყო 2013 წლიდან.

აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროსა და СКФУ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2025 წლის 16 სექტემბერს სოხუმში გაფორმდა. შეთანხმება მოიცავს სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, მეცნიერებასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო განათლების მინისტრმა ხანა გუნბამ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტატიანა შებზუხოვამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების ორგანიზებით რექტორთა კონფერენცია გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები