პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდი დათრგუნულ მდგომარეობაშია, თუმცა გოლის გატანა და გამარჯვება ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის. მისი თქმით, მატჩის შედეგი ფეხბურთელების საბრძოლო ხასიათზე იქნება დამოკიდებული.

სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
სპორტალი

ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა.

“ისეთ რეალობაში ვართ, რომ გუნდი მართლაც დათრგუნულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაგრამ ხვალ ამის შეცვლის შანსი გვაქვს. ყოველი შემდგომი შეხვედრა ხომ გოლის გატანის და იმ თამაშში დაბრუნების შესაძლებლობაა, რომელსაც ვაჩვენებდით.

შესაბამისად, იმაზე ვიქნებით კონცენტრირებული, რომ აუცილებლად გავიტანოთ გოლი და გავიმარჯვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდში ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის.

გვესმის, უკრაინის ნაკრებისთვის ახლა რთული პერიოდია. კარგად ვიცით მეტოქის შესაძლებლობები, პატივს ვცემთ მის მწვრთნელს და ფეხბურთელებს. მჯერა, უკრაინას გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია.

ძალიან რთულ და თანაბარ დაპირისპირებას ველოდები. ბევრი რამ დამოკიდებული იმაზე იქნება, რამდენად გამოავლენენ ფეხბურთელები საბრძოლო ხასიათს. იმედი მაქვს, ჩვენი მომზადება და განწყობა სასურველი შედეგის მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - ციტირებს სვანაძეს ua-football-ი.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები