პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ უკრაინასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდი გამარჯვების მოპოვებას და გულშემატკივრის გახარებას ცდილობს. კაკაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში გუნდს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრია.

კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სპორტალი

ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

„უნგრეთს პირველ ტაიმში ვჯობდით, თუმცა, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი გავუშვით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და შეცდომების გამოსწორებას ვეცდებით. გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ.

ვგრძნობ თუ არა დამატებით პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ კაპიტანი ვარ? როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში ჩვენი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება. ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი უფრო ადრე უნდა დაგვიბრუნდეს. მათი შეცვლა მოედანსა და მის მიღმა ადვილი არაა. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს ფეხბურტის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი თამაშისთვის მზადება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები