სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის წინ განაცხადა, რომ სანდრო ალთუნაშვილის გარდა, გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. სვანაძის თქმით, გუნდი ტაქტიკური ხარვეზების გამოსწორებას და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

ერთა ლიგაზე უნგრეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნებისმიერი მზადება, ბიჭებთან საუბარი და დადებითი შედეგი მიზანთან გვაახლოებს. ფსიქოლოგიურ განწყობას, რაც სამომავლოდ გვჭირდება, სწორედ გამარჯვება აყალიბებს.
რამდენიმე ფეხბურთელს მცირე პრობლემა ჰქონდა. სანდრო ალთუნაშვილის გამოკლებით, ყველა მწყობრშია და მზადაა.
მენტალურ მხარეზე ბევრი საუბარი გვქონდა. ვიცი, რომ ამაზე ბიჭებმაც ისაუბრეს. ფეხბურთს აღმართს-დაღმართი ხშირად მოჰყავს, ეს არავის მოსწონს, მაგრამ ასეა. ჩვენ ძალიან დიდ გზას გავდივართ და იმედია, ტაქტიკურ მხარეს დავალაგებთ.
რამდენიმე მატჩში გოლის ვერგატანა სამწუხაროა, მაგრამ ასეთები ხდება. ვეცდებით, ყველაფერი ეს შევცვალოთ, მიუხედავად დიდი დანაკლისია. ამაზე ვისაუბრეთ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
პირველ მატჩში საწყის წუთებში მეტოქეს დიდი აგრესია ჰქონდა. არ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთით მაღალ პრესინგს ითამაშებს. უნგრეთში იდეალურთან მიახლოებულადაც არ გვქონია, მაგრამ წაგება გარკვეულმა დეტალებმა განაპირობეს, რომელთა შეცვლის იმედი ახლა გვაქვს.
დაკვირვებული თვალი ჩემ ხელწერას უკვე დაინახავდა, მაგრამ მეტი დრო გვჭირდება. დიდი ხანია, სანაკრებო ფეხბურთში ვარ, ჩემ დროს ითამაშა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე. რამაზ სვანაძის ხელწერა ისაა, ყველა ფეხბურთელმა იცოდეს, სადაა და რას აკეთებს. პლუს ამას დავუმატოთ ინდივიდუალიზმი", - განაცხადა სვანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და უნგრეთის დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…