პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ

ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი და სკაუტი ნიკა ჭანტურია ლისაბონში გამართულ საფეხბურთო სამიტს, TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ. კლუბის წარმომადგენლებმა 20-ზე მეტი გუნდის, მათ შორის "ატლეტიკ ბილბაოსა" და "საუთჰემპტონის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
სპორტალი

9-10 ნოემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საფეხბურთო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიება - TransferRoom LIVE Global: Lisbon გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და სააგენტოების 500-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი მონაწილეობდა.აღსანიშნავია, რომ სამიტზე საქართველოდან ერთადერთი კლუბი - დინამო ბათუმი იყო წარმოდგენილი. ჩვენს გუნდს ღონისძიებაზე კლუბის სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი და ქართული მიმართულების სკაუტი ნიკა ჭანტურია წარმოადგენდნენ.

ორდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, დინამო ბათუმის დელეგაციამ პირისპირ (1-on-1) სამუშაო შეხვედრები 20-ზე მეტი კლუბის წარმომადგენელთან გამართა. პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო სატრანსფერო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები შედგა ისეთ ცნობილ კლუბებთან, როგორებიც არიან: ატლეტიკ ბილბაო, ლევანტე, საუთჰემპტონი, ოსერი, მონცა, ალ-ქადისია და სხვები.

სამუშაო სესიების გარდა, ჰაიკ ჰოვაკიმიანი და ნიკა ჭანტურია დაესწრნენ სპეციალურ გალა-ღონისძიებას - TransferRoom 10K Awards, რომელიც პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ მე-10,000 ტრანსფერსა და საფეხბურთო ინდუსტრიის ლიდერების დაჯილდოებას მიეძღვნა.

მსგავსი დონის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა დინამო ბათუმისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია — ეს ხელს უწყობს ევროპულ და მსოფლიო კლუბებთან პირდაპირი კავშირების გამყარებას, ჩვენი ფეხბურთელების საერთაშორისო ბაზარზე უკეთ წარმოჩენასა და მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

dinamobatumi

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთწაიკითხე

უახლესი ამბები