პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ხოლო თავად ღარიბაშვილმა გასაუბრებაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვა, რის გამოც გამოძიების დაწყება უსაფუძვლოა.

პროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი
იმედინიუსი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს.

„კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შორის მასმედიაში გამოქვეყნებული.

ამავდროულად, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი. თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდევანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა.

მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი. რაც მთავარია, იგი არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, საგამოძიებო ორგანომ განახორციელდა ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დეტალების დაზუსტების მიზნით.

საზოაგადოებას შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავდროულად, საგამოძიებო დანაყოფის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 5ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურა: სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა - ვინაიდან, ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  3. POSTVსამთავრობოპროკურატურა: “ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”
  4. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას არ დაიწყებს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს
  6. ფორმულაოპოზიციურიPOG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  8. ალიაოპოზიციურიპროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  9. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიება
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია - აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
  11. POSTVსამთავრობოპროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: „თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდევანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა“
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია, ამ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები