3-წლიანი ბოიკოტის ფონზე კინოცენტრი სრულმეტრაჟიან ფილმებზე კონკურსს ისევ აცხადებს - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის Facebook-გვერდის პირდაპირ ეთერში გამოავლინეს ჟიურის წევრთა ვინაობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დაფინანსების კონკურსისთვის. ჟიურის წევრებს შორის არიან:
დინარა ვირსალაძე - ჯაზმენი, კინომცოდნე;
თეიმურაზ ჭიჭინაძე - მსახიობი;
ნინო სადღობელაშვილი - მწერალი;
ირაკლი (ლაშა) სამსონაძე - მწერალი
დავით დვალიშვილი - მსახიობი
სათადარიგო წევრებს შორის არიან ნინო თარხან-მოურავი და გიორგი აბაშიშვილი.
ცნობისთვის, თიკა რუხაძის კულტურის მინისტრობის პერიოდში პროგრამების დირექორად დანიშნული ლევან დვალი კინოცენტრიდან წავიდა.
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრში დაბრუნდა პროპაგანდისტული არხის, „POSTV-ის“ წამყვანი, ბაჩო ოდიშარია. ის სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებს.
ბაჩო ოდიშარია თავდაპირველად კინოცენტრში თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს დაასაქმეს. ის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. იმავე პერიოდში კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დირექტორად კი წულუკიანის მოადგილე და პრობაციის სააგენტოს ყოფილი კადრი – კობა ხუბუნაია დაინიშნა.
საპროტესტო აქციებისა და არაერთი ოფიციალური მიმართვის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე.
კინემატოგრაფისტები მოითხოვენ კინოცენტრის დამოუკიდებლობას. მიიჩნევენ, რომ ცენტრის დირექტორი არჩევითი უნდა გახდეს და მას ერთპიროვნულად არ უნდა ნიშნავდეს კულტურის მინისტრი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…