პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიება
პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები ზოგადი იყო და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, რის გამოც გამოძიება ვერ დაიწყო. უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა.

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიება.
როგორც უწყება განცხადებაში წერს, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი.
მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია.
აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შორის მასმედიაში გამოქვეყნებული.
ამავდროულად, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი. თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა.
მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი. რაც მთავარია, იგი არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, საგამოძიებო ორგანომ განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დეტალების დაზუსტების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავდროულად, საგამოძიებო დანაყოფის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, - წერია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაპროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
პროკურატურა: სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა - ვინაიდან, ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
პროკურატურა: “ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”
პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას არ დაიწყებს
ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს
POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
პროკურატურა - ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
პროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი
პროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია - აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
პროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: „თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდევანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა“
პროკურატურა - ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია, ამ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…