სახალხო დამცველმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, სადაც ევროპული სასამართლოს პრაქტიკაა შეჯამებული.

სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს.
განიხილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის, ლელოს, ფედერალისტების და გახარიას პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის საქმეზე, მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა
ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა
ომბუდსმენის აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…