არჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ვალია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს.

[პროცესი] განახლდება მოსამართლეების კითხვებით, ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს რამდენად დასაბუთებულია მმართველი გუნდის სარჩელი.
„ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და პოლიტიკური გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და პოლიტიკური გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…