სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. დოკუმენტში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტის მიზანია შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
„24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათ აკრძალვა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae).
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე. ამგვარად, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იხილეთ ბმულზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…