,, პირად საუბრებში ჩვენ მხოლოდ ერთი გზავნილი გვაქვს – we’ll be back!“ – ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველო არცერთხელ არ ყოფილა ნახსენები, რის გამოც პირად საუბრებში მათი მთავარი გზავნილია – „we’ll be back!“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ვართ ალიანსის სახელით
რამდენიმე keynote გამოსვლა იყო – ევრკომისიის პრეზიდენტის, გაფართოების კომისრის, ფინეთის პრეზიდენტის
ძირითადი გზავნილები:
– ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ მაშინ დასრულდება როცა მთელი ევროპა იქნება ამ გაერთიანების ნაწილი ამა თუ იმ ფორმით
– გაფართოება არ არის უბრალოდ გეოგრაფიული მოვლენა, ესაა სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს ღირებულებებისა და ძალის პროეცირების მეტ შესაძლებლობას მისცემს
– ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება ერთი აქტი, არამედ იქნება გრადუალური პროცესი, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს საშუალებას მისცემს სარგებელი გზადაგზა მიიღონ, რეფორმების გატარების პარალელურად
– ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინის გამარჯვების და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფის გარეშე
საქართველო არ ყოფილა ნახსენები არცერთხელ
პირად საუბრებში ჩვენ მხოლოდ ერთი გზავნილი გვაქვს – we’ll be back!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…