პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილმა კონფერენციაში "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დავით სონღულაშვილმა კონფერენციაში "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გახსნეს.

კონფერენციის მიზანს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაძლიერება, ბიზნესგარემოს შეფასება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განხილვა წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დავით სონღულაშვილს, დარგის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივებისა და აქტიური, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსიის ფორმატში, დავით სონღულაშვილმა ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე, განვითარების პერსპექტივებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, აგროსასურსათო სექტორის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ასევე, ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს.

"სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასეთი ფორმატის შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ საჭიროებები, მოვისმინოთ მოსაზრებები და საერთო მიზნების მისაღწევად შევაჯეროთ პოზიციები", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიება სასტუმროში "პარაგრაფ თბილისი" გაიმართა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით მიიღწევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები