პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი - არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ საქმიანობიდან, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სფეროების მიმართულებით - ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ დაკავშირებადობის საკითხზე სასაუბროდ

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირს არ სურს საქართველოს გამორიცხვა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პროექტებიდან, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

მარტა კოსი - არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ საქმიანობიდან, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სფეროების მიმართულებით - ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ დაკავშირებადობის საკითხზე სასაუბროდ
ინტერპრესნიუსი

ჩვენ კვლავ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სფერო, სადაც საქართველოსთან ურთიერთობები შესაძლებელია, დაკავშირებადობაა.

“როგორც იცით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი ევროკომისიისთვის ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ანუ, როგორ შეიძლება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პირობები. როგორც იცით, პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, ბულგარეთში, გაიმართება სამიტი დაკავშირებადობის საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები და ერთად განიხილავენ ამ თემას. არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობებს, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სფეროების მიმართულებით. გასულ კვირას კიშინიოვში დავესწარი კონფერენციას ციფრული დაკავშირებადობის შესახებ; იქ საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, თუმცა მათ არ ისურვეს დასწრება. ამიტომ, ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ. მიმაჩნია, რომ ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები”, - აღნიშნა კოსმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარტა კოსი საქართველოს მთავრობაზე - ჩვენ მათ ვიწვევთ, მუდმივად ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ჩაერთონ დაკავშირებადობის დღის წესრიგში, მაგრამ ისინი არ მოდიან და მე მადანაშაულებენ, თითქოს არ ვრთავთ პროცესში - კარგი, რა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები