პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია"​ - კობახიძე

ნაციონალური მოძრაობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და სასულიერო პირს შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია, რის გამოც მმართველი გუნდი მასში ჩართვას არ აპირებს. მანამდე მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა.

"საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია"​ - კობახიძე
TV პირველი

სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 16 ნოემბერს განაცხადა.

"ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები", - უთხრა მედიას პრემიერ-მინისრმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.

თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ე.წ ენჯეოები, “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან დაგვეცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს არის ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებში.

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს, როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად ჩვენ საჯარო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

აღნიშნული ქადაგების შემდეგ, მეუფე იობს "ოოცნების" მხარდამჭერმა, ლაშა ნაცვლიშვილმა აგინა. თავის მხრივ მმართველი პარტიის ზოგოერთმა წევრმა ეპისკლოპოსი პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძის პირველი კომენტარი მიტროპოლიტი იობის კრიტიკის შესახებ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - სასულიერო პირებთან პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ - ჩვენ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი - საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  4. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას
  6. ალიაოპოზიციური,, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის” – ირაკლი კობახიძე მეუფე იობის განცხადებებზე
  7. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია" - კობახიძე მიტროპოლიტ იობის...
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები