პრემიერი: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია, ხელისუფლება მასში ჩართვას არ აპირებს და ყველას დიალოგისკენ მოუწოდებს.

საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის არასწორია და კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის.
„საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ამ პოლემიკაში ჩართვას და ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები. თქვენ იცით, რომ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული ე.წ. „ენჯეოები“, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ დაგვეცვა ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისე გაგრძელდება პროცესები, როგორც ეს არის მაქსიმალურად ეკლესიის ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებში.
ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში ვიცავდით ეკლესიას თავდასხმებისგან. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, არის დამაზიანებელი როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო პოლემიკაში შესვლას. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით მზად ვართ შეხვედრისთვის, საუბრისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. ყველას ვთავაზობთ საუბარს, შეხვედრას, დისკუსიას, ამისათვის ვართ აბსოლუტურად ღია. საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის არის არასწორი და ამას ვეტყოდი მე ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ შორის სასულიერო პირებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაკობახიძის პირველი კომენტარი მიტროპოლიტი იობის კრიტიკის შესახებ
პრემიერი - სასულიერო პირებთან პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ - ჩვენ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის
პრემიერი - საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
ირაკლი კობახიძე – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას
,, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის” – ირაკლი კობახიძე მეუფე იობის განცხადებებზე
კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია
"საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია" - კობახიძე მიტროპოლიტ იობის...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…