პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივე მხარისთვის დამაზიანებელია და მმართველი გუნდი ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს. მისი თქმით, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან კავშირი არ აქვს, ხოლო მის მიმართ საქმის წარმოება უკვე დაწყებულია.

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია
ფორმულა

სასულიერო პირების მხრიდან კრიტიკაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია.

მისი თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ და ისაუბრონ მათთან, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.

მან ასევე ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან მეუფე იობის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით ლაშა ნაცვლიშვილს "ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ აქვს.

"პირველ რიგში, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ.

ჩემთვის ზოგადად ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები არის მიუღებელი. რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, მე ვიტყოდი, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები.

თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ე.წ ენჯეოები, "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან დაგვეცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს არის ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებში.

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს, როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად ჩვენ საჯარო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა.

მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე მის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ პოსტს ეხება. საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.

მოგვიანებით, მეუფე გიორგი ჯანმდელიანი გამოეხმაურა მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. მისი თქმით, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობა გააკრიტიკეს.

ჩართეთ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა იმასთან, რაც მეუფეს [იობს] აკადრეს, თავიანთი სიბინძურით და ამაში ჩაერთნენ სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული ტელევიზიები თუ გადაცემები", - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძის პირველი კომენტარი მიტროპოლიტი იობის კრიტიკის შესახებ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - სასულიერო პირებთან პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ - ჩვენ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი - საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  4. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას
  6. ალიაოპოზიციური,, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის” – ირაკლი კობახიძე მეუფე იობის განცხადებებზე
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია" - კობახიძე მიტროპოლიტ იობის...
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები