პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია" - კობახიძე მიტროპოლიტ იობის...

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტისაპატრიარქო

ირაკლი კობახიძემ მიტროპოლიტ იობის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივე მხარისთვის დამაზიანებელია. მიტროპოლიტის მისამართით ლაშა ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებული გინების გამო კი შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.

"საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია" - კობახიძე მიტროპოლიტ იობის...
რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დღეს, 16 ნოემბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის კრიტიკას და განაცხადა, რომ "სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია".

კობახიძემ თქვა, რომ არ აპირებენ "ამ პოლემიკაში ჩართვას" და ყველას მოუწოდა, "ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები".

მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან, შეხვდნენ და ისაუბრონ ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.

"ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის, ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა.... საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს”, - თქვა კობახიძემ.

რა თქვა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა)

გავლენიანმა მიტროპოლიტმა 10 ნოემბერს, ქადაგებისას, “ქართულ ოცნებას” ეკლესიის დამანგრეველი პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ ხელისუფლებამ "შესაძლებლობები სრულად ამოწურა” და ახალი ხელისუფლების არჩევაა საჭირო. "ქართულმა ოცნებამ" მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს კრიტიკით უპასუხა.

ეს დაპირისპირება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა იმის გამოც, რომ, წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ოპონენტებს უწოდებდა „ეკლესიის მტრებს”, „ეკლესიის მაგინებლებს“, "ანტიეკლესიურებს", ახლა კი წმინდა სინოდის ავტორიტეტიანმა წევრმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სააკაშვილის ოპოზიციის ღია მხარდამჭერი იყო, "ურწმუნო" და "არაეკლესიური" თავად “ოცნების” ხელისუფლებას უწოდა.

ამის გამო, მიტროპოლიტი იობი ზოგი პოიტიკოსის შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.

ლაშა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო.

ირაკლი კობახიძეს მისი საქციელის შეფასებაც სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ "ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს", მის კონკრეტულად განცხადებაზე კი კობახიძის თქმით "საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ", ამასთან დასძინა, რომ მისთვის ზოგადად "ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები არის მიუღებელი".

ადმინისტრაციული წარმოება ნაცვლიშვილის პოსტის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა პოლიტიკოს ლაშა ნაცვლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გინების გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

გამოძიება დაიწყო წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

განცხადებები მეუფე იობის ქადაგებაზე

მანამდე მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს, ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ეს ქადაგება, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„ღმერთმა შეუნდოს“, - თქვა პასუხად დეპუტატმა.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ნაცვლიშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საჯაროდ მიმართავს ლაშა ნაცვლიშვილს, „საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!“

„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!“, - დაწერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ლაშა ნაცვლიშვილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.

აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“, - დაწერა მან ფეისბუკში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძის პირველი კომენტარი მიტროპოლიტი იობის კრიტიკის შესახებ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - სასულიერო პირებთან პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ - ჩვენ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი - საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  4. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას
  6. ალიაოპოზიციური,, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის” – ირაკლი კობახიძე მეუფე იობის განცხადებებზე
  7. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს – იოსელიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები