მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისა და გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
პროცესს არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი.
შსს ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.
კონკრეტულად, საქმე ეხება პოსტს, რომელშიც ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობს აგინებს რუსულ ენაზე, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა.
დღეს, ნაცვლიშვილის მხრიდან მეუფის შეურაცხყოფას "ქართული ოცნების პრემიერი" ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით ნაცვლიშვილი "ქართულ ოცნებასთან" კავშირში არ არის.
"პირველ რიგში, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ", - თქვა კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამიტროპოლიტ იობისთვის გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს
ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს მიტროპოლიტ იობის გინების გამო
ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობთან დაკავშირებული „ფეისბუქ-პოსტის“ გამო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…