ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ერთიანობა, რათა ერთად იზრუნონ ქვეყანაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიასა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას, თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. ამისათვისაც გვინდა, განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს გიორგობის დღესასწაულს, წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
ირაკლი კობახიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე”
ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის ხაზგასმა გიორგობის დღესასწაულზე - რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბოდბეში?
ირაკლი კობახიძე - ბევრი ჩვენგანი ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას შიშით უყურებდა, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, თუ როგორი სიბრძნით უძღვება შიო მესამე დედაეკლესიას - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა! ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…