პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობის მინისტერიალში არ მონაწილეობს. "სამჯერ მოვიწვიეთ... არასდროს...

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

საქართველო ბრიუსელში დაკავშირებადობის მინისტერიალში არ მონაწილეობს: საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, ხოლო ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, წინა მიწვევებზე უარის გამო უმაღლეს დონეზე მოსაწვევებს აღარ აგზავნიან.

საქართველო ევროკავშირის დაკავშირებადობის მინისტერიალში არ მონაწილეობს. "სამჯერ მოვიწვიეთ... არასდროს...
რადიო თავისუფლება

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ბრიუსელში რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, უკვე ორჯერ თუ სამჯერ, დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო, თუმცა არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა.

"ჩვენ მათთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ მათ არ სურთ ჩამოსვლა. შესაბამისად, უმაღლეს დონეზე მოწვევებს აღარ ვაგზავნით. ჩვენ ჩართულობის შესაძლებლობებს ვეძებთ", - თქვა მარტა კოსმა.

გაფართოების ფორუმი

16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ამასთან დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

გუშინ, 15 ნოემბერს, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი "პუბლიკასთან" საუბარში ადასტურებდა, რომ ბრიუსელში მინისტერიალზე დასწრებას აპირებდა.

15 ნოემბერს, გაფართოების ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად იქნებოდა თუ არა 16 ნოემბერს გაფართოების მინისტერიალზე უპასუხა: „იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, - უთხრა ელჩმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს.

რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო

როგორც საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის არ მიღების მიუხედავად "საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის."

მარტა კოსის კომენტარი

მარტა კოსმა შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა კავშირების განვითარება ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობების გარეშე უპასუხა, რომ

"სანამ ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს შესაბამისი მიმართულებით, კერძოდ, ფუნდამენტური საკითხების კუთხით, ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ".

მისი სიტყვებით, "როგორც იცით, გვინდოდა გვქონოდა დიალოგი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში საგარეო საქმეთა საბჭოზე, უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ დაანონსებული საქართველოს საკითხის განხილვა ამ მიმართულებით გარკვეულ წინსვლას მოიტანს. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ჩვენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, კვლავ გავაგრძელებთ".

ვინ იმყოფება ბრიუსელში

ბრიუსელში, გაფართოების ფორუმზე, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ზურა ჯაფარიძე და თინათინ ბოლოკაძე მონაწილეობენ.

ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობები - გაფართოების ახალი ანგარიში

გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:

ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;

ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიში პოლიტიზებულად შეაფასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატები შესთავაზა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგარეო უწყება: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს
  2. რუსთავი 2სამთავრობო16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს - საგარეო უწყება
  3. პირველი არხისამთავრობოსაგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართვველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
  4. TV პირველიოპოზიციურისაგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
  5. POSTVსამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო: „16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს“
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიელჩის მზაობის მიუხედავად, თბილისი აცხადებს, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალს არ დაესწრება
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის არგაშვებაზე - სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები