პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე

ევროკომისიის პრესსპიკერ გიომ მერსიეს განცხადებით, საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ხელისუფლება უფრო დაბალ დონეზეა მიწვეული.

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე
TV პირველი

გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის, - ეს „ევროსკოპის” შეკითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ განაცხადა.

რაც შეეხება მომავალ კვირაში დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც მინისტრების დონეზე დაკავშირებადობის საკითხებზე გაიმართება, საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე უფრო დაბალ დონეზეა მიწვეული.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის ვინარჩუნებდით ღიაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი - როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას - მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე”, - ითხრა პრესსპიკერმა გიომ მერსიემ "ევროსკოპს".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროკომისიის პრესსპიკერი - გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები